21:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 19:58:51, 1750 ნახვა

კომენტარი
კობერიძე: ღილაკები არ მეშლება, გამოცდების გაუქმებას მხარი არ დავუჭირე

„მე პირადად არასდროს არ მეშლება ღილაკები, ვიცი რასაც ვაძლევ ხმას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან კობერიძემ სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, რადგან გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს.

„ჩემი კოლეგების ხმა მესმოდა, რომ არ ესმოდათ უბრალოდ იყო ხმაური. მე პირადად არასდროს არ მეშლება ღილაკები, ვიცი რასაც ვაძლევ ხმას. ამ კანონისთვის მხარი არ დავუჭირე, რადგან ჩემი მოსაზრება მაქვს გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ლევან კობერიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო. საკითხი, რომელიც განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაჩქარებული წესით გამოიტანა, მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონის მისაღებად კი, 63 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics