21:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 18:19:25, 1736 ნახვა

კომენტარი
ვანო ზარდიაშვილი: ჩემ კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში განზრახ შეჰყავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტარები თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ,,დელტას" მიმართ გახმოვანებულ ბრალდებებს ეხმიანება.

დეპუტატი კოლეგებს ურჩევს, კანონი წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ  სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა.

,,ჩემ კოლეგებს საქართველოს მოსახლეობა განზრახ შეჰყავს შეცდომაში. მარტივი ლოგიკა  თუ არ გააჩნიათ, კანონი მაინც წაიკითხონ, სადაც მკაფიოდ არის  განმარტებული, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი და საკითხი საიდუმლოა. კითხვა მე აქ უფრო იმ მიმართულებით მიჩნდება-  რატომ ხდება ჩვენი სამხედრო წარმოების საიდუმლო ინფორმაციის გახმოვანება? ასეთი არაპროფესიონალიზმი და საკითხში შეურაცხმყოფელია. წინა ხელისუფლების პირობებში „დელტა"-ს გაყიდვები ნულს უტოლდებოდა, დღეს კი „დელტას" პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებში გადის. ამერიკაში გაიყიდა ჩვენი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. არაა გასაკვირი, რომ  ოპოზიციას ეს წარმატება ნეგატიური ტყუილებით უნდათ რომ გადაფაროს",- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, „თბილავიამშენის" დირექტორი არის კორნელის უნივერსიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და მისი  გადმოყვანა თბილავიამშენში დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics