22:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 12:55:47, 1437 ნახვა

კომენტარი
მენაბდე შრომის უსაფრთხოებაზე: სახელმწიფო სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა

შრომითი უფლებების დასაცავად დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უახლოეს მომავალში ისევ გაგრძელდება, - ამის შესახებ იმ საინიციატივო ჯგუფმა განაცხადა, რომლის ორგანიზებითაც გუშინ თბილისში საპროტესტო აქცია მსვლელობა გაიმართა. 

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო და რომელიც პოლიციასთან დაპირისპირების დროს დააკავეს, აცხადებს, რომ სახელმწიფო სიკვდილის მანქანის თანამზრახველად იქცა.

„სახელმწიფო იქცა თანამზრახველად ამ სიკვდილის მანქანის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იწირავს, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს. ადამიანები მიდიან სამსახურში და ვეღარ ბრუნდებიან. დღეს ყველაზე სახიფათო საქმიანობა არის შრომა. სახელმწიფოს სურს, დაანახოს საკუთარი ქმედითობა, რომ მას შეუძლია წესრიგის დაცვა, მაგრამ მას სინამდვილეში არაფერი არ შეუძლია. გარდა იმისა, რომ რამდენიმე საათით, რამდენიმე დღით დაგვაკავონ, დააკავონ ის ადამიანები, ვინც სიმართლეს იტყვის“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics