22:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 17:26:26, 1428 ნახვა

კომენტარი
ქანთარია: ლიბერალიზმი პოლიტიკური მიმართულებაა და ამ სიტყვის გამოყენება სხვადასხვა ინტერპრეტაციითაა შესაძლებელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია  „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას ეხმაურება.

დეპუტატის თქმით, თუ ლიბერალიზმში თავისუფლებას გულისხმობენ, კანონში თავისუფლება სიტყვიერად შეიძლება იყოს მითითებული.

„ტერმინს რატო ეკიდებიან ასე, არ მესმის. თუ ლიბერალიზმში თავისუფლებას გულისხმობენ, იქ თავისუფლება სიტყვიერად არის მითითებული. ამ ტერმინის ამოღების ინიციატივა  იმიტომ გაჩნდა, რომ ლიბერალიზმი პოლიტიკური მიმართულებაა და ამ სიტყვის გამოყენება სხვადასხვა ინტეროპრეტაციით არის შესაძლებელი და რაც დრო გადის უფრო ემატება გადამთარგმნელები. ეს სიტყვა ზოგისთვის სალანძღავია, ზოგი ამოფარებულია ამ სიტყვას, ამიტომ ვთქვით, რომ საუკეთესო რაც არის, დავწეროთ ქართულად, მაგალითად თავისუფალი აზროვნება, პატივისცემა და ა.შ.“, - აცხადებს ქანთარია.

ცნობისთვის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ინიციატივას მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics