20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 10:12:30, 1439 ნახვა

სამართალი
გახარია - შეუძლებელია გავათანაბროთ ნარკოტიკული თრობა და ალკოჰოლური თრობა, სხვადასხვა რანგის დანაშაულია

გიორგი გახარიამ იმედის პირდაპირ ეთერში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების სისხლის სამართლის წესით დასჯის შესახებ, ახალ კანონზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის მკაცრი კანონი ნარკოტიკის შემთხვევაში და არა ალკოჰოლის შემთხვევაში, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ეს სხვადასხვა რანგის დანაშაულია და შეუძლებელია მათი გათანაბრება.

 „ამ ნაწილში, ერთადერთი რის გასწორებაც შეიძლება, არის ის, რომ სიმთვრალის ნაწილიც გავამკაცროთ იმიტომ რომ აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, ნარკოტიკული საშუალების რეალიზება და გასაღება ამ ქვეყანაში ლეგალური არ არის და შესაბამისად, ნარკოტიკული თრობის ქვეშ რომ გავათანაბროთ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ ადამიანებთან, ეს შეუძლებელია. ამიტომ, რეგლამენტის მიხედვით,  როდესაც მძღოლს პატრულ-ინსპექტორი გააჩერებს, პირველი, რასაც შეამოწმებს, ეს არის ალკოჰოლური თრობა.  მხოლოდ შემდეგ გადავა ნარკოტიკულ თრობაზე და ამაშიც არის თავისი ლოგიკა და შესაბამისად, ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს,  როგორც სახელმწიფოს, გვაქვს უამრავი საერთაშორისო ვალდებულებები აღებული ნარკოტიკული საშუალებების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მივყვებით ამ გზას და შეუძლებელია გავათანაბროთ დღეს ნარკოტიკული თრობა და ალკოჰოლური თრობა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს საერთოდ სხვადასხვა რანგის დანაშაულია“, - განაცხადა შს მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics