22:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 16:42:57, 1706 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - არასწორია ხელისუფლების დამოკიდებულება, როცა ყველა კრიტიკულ შენიშვნას არასამთავრობოებს აწერენ

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, როგორც ჩანს მართლაც არის სერიოზული პრობლემა ფულის გათეთრება, ნარკოვაჭრობა და აქედან მიღებული თანხების ლეგალიზება“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მხრიდან ანგარითან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს, კაპანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, კრიტიკა სხვას გადააბრალოს.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, როგორც ჩანს მართლაც არის სერიოზული პრობლემა ფულის გათეთრება, ნარკოვაჭრობა, თუ აქედან მიღებული თანხების ლეგალიზება. ბუნებრივია, ქვეყანაში ამას ნოყიერი ნიადაგი აქვს. ერთის მხრივ ეს არის გაზრდილი კრიმინალი, რომელსაც ხელისუფლება ვერაფერს უშვრება და მეორე მხრივ, ეს  ზოგადად, არაფორმალური, კლანური მმართველობა და კონკრეტული ადამიანების ინტერესები სხვადასხვა ფინანსურ სექტორებში. არასწორია ხელისუფლების დამოკიდებულება, როცა ყველა კრიტიკულ შენიშვნას, იქნება ეს მოხსენებაში, რეზოლუციაში თუ სხვაგან, აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას. ეს არასწორია, არაჯანსაღია და ჯამში არის რაღაც სარკის დამტვრევის მცდელობა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიშში გამოაქვეყნა. ანგარიშში მსოფლიოს 70 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შექმნილი ვითარებაა მიმოხილული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასული წლის ივლისში საქართველომ სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანის კულტივაციისა ლეგალიზება და პირადი მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა. ასევე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში სინთეტიკური ნარკოტიკი კვლავ ყველაზე პოპულარულია. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უკანონო შემოსავლის ძირითადი ნაწილი საბანკო თაღლითობას და კიბერდანაშაულს უკავშირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics