22:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-29 16:18:58, 1756 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უზუსტობებია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უზუსტობებია.

მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტისთვის მიწოდებული არასწორი ინფორმაციებია.

 „როდესაც ანგარიში მზადდება, ავტორები ორი მიმართულებით ეყრდნობიან ინფორმაციას. ერთი მიმართულება არის ხელისუფლების მიერ მიწოდებული, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის ფარგლებში ხდება, მეორე არის არასამთავრობო სექტორი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ისეთი საკითხები რაც რეალობას არ შეესაბამება. მათ შორის არის მარიხუანას კულტივაცია. ის, რომ თითქოს საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანას კულტივაციის შესახებ უზუსტობა და ტყუილია. ეს ასე არ არის, რადგან ჩვენ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გავიწვიეთ.  ხელისუფლებას ნამდვილად არ მიუწოდებია ისეთი ინფორმაცია, რის გამოც  უხერხულობები შეიქმნა, ამიტომ დასკვნის გამოტანა მარტივია. სერიოზული უხერხულობა, რომელიც ამ ინფორმაციის მიმწოდებელმა შექმნა აღმოსაფხვრელია. მსგავს უზუსტობებს დავარქვათ ტექნიკური, რადგან საუბარია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე, რომელიც გარკვეულ ინფორმაციებს ეყრდნობა. ის  ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ვიმეორებ ეს ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად არ არის და ეს უხერხულობები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიშში გამოაქვეყნა. ანგარიშში მსოფლიოს 70 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შექმნილი ვითარებაა მიმოხილული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასული წლის ივლისში საქართველომ სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანის კულტივაციისა ლეგალიზება და პირადი მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics