22:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 19:04:13, 1495 ნახვა

კომენტარი
ქაცარავა: რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი აბსოლუტურად განსხვავებულია

"რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

მისი თქმით, რეალობა არის ის, რომ საქართველო უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს და ამას საერთაშორისო საზოგადოება და პარტნიორები აღიარებენ.

„ჩვენ გვაქვს ფატები და არა მხოლოდ სიტყვები. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული. რეალობა არის ის, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს, ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები, ეს გამოიხატება მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში, პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ეს ეხება ევროკავშირს, ნატოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, და ყველა იმ ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრმოლობა და ეს კავშირები სულ უფრო და უფრო მყარდება - ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებით", - განაცხადა ქაცარავამ. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics