22:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 18:22:30, 1642 ნახვა

კომენტარი
ქობულია გამორიცხავს, რომ საბანკო რეგულაციები, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, სრულად გაუქმდეს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია გამორიცხავს, რომ საბანკო რეგულაციები, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, სრულად გაუქმდეს.

მინისტრის განმარტებით, საბანკო რეგულაციები იმისთვის მიიღეეს განსაზღვრულ პიროვნებებს, ვისაც არ ჰქონდა ვალდებულების გასტუმრების საშუალება, სესხი ვერ აეღოთ. 

ქობულიას თქმით, პროცესზე დაკვირვების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას რეგულაციებში კორექტირება შეიტანონ თუ არა. 

„ავირჩიეთ მიმართულება, რომელსაც არ გადავუხვევთ. ამ მიმართულების შიგნით შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ციფრების კოეფიციენტის და სხვადასხვა ელემენტების კორექტირება, მაგრამ ვექტორები და მიმართულებები არ შეიცვლება. ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ვაკვირდებით პროცესს და სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადავწყვიტავთ საჭირო გახდება თუ არა კორექტირება. ეს რეგულაციები იმიტომ იყო მიღებული, რომ განსაზღვრულ პიროვნებებს ვისაც არ ჰქონდა ვალდებულების გასტუმრების საშუალება სესხი ვერ აეღოთ. ამ რეგულაციების სრულად გაუქმება აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენ არჩეულ ვექტორებს არ გადავუხვევთ. რეგულაციები იმისთვის არის განსაზღვრული, რომ დავიცვათ მოსახლეობა და განსაკუთრებით, მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი შრეები იმისგან, რომ არ აიღონ უაზრო კრედიტები“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics