20:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-27 13:08:21, 1584 ნახვა

სამართალი
დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის გარდაცვალებაში ბრალდებულის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმეზე, გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა.

სასამართლომ ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა. ხაბელაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

პატრულ-ინსპექტორი ზურა რუსიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში და უდანაშაულოდ ცნო 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. რუსიშვილს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ერთი თვის ვადით მიესაჯა.

გია სადაღაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. მას თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და ექვსი თვის ვადით მიესაჯა.

ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გაასაჩივრებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს თბილისი--სენაკი-ლესელიძის  გზაზე გადაადგილების დროს დაიღუპა. სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics