20:21 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 09:45:15, 1446 ნახვა

სამართალი
ჯეკ შეფერდის ბრიტანეთში ექსტრადირების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ინტერპოლით ძებნილ ჯეკ შეფერდის დიდ ბრიტანეთში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით, დღეს საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

შეფერდის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ შეფარდი ექსტრადირებას დათანხმდება, შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში მუქარის შემცველ წერილებს იღებს.

„ეგზავნება წერილები მას დღესაც ციხეზე. ხშირად, წერილებში არის როგორც მისი ღირსების მიმართ მიმართული კონკრეტული ციტატები ან მუქარის წერილები. არსებობს საშუალება, რომ მან განსაკუთრებული უსაფრთხოება მოითხოვოს ციხეზე და გამოიყენოს ეს უფლება ცხადია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს და როგორ მოიქცევა, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ჩვენ განვუმარტეთ, რომ მზად ვართ ბრძოლისთვის“, - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა.  უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics