17:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-23 15:12:20, 1613 ნახვა

სამართალი
შსს საქართველო-შვეიცარიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს საქართველო-შვეიცარიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 23 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე - „დინამო არენა“, საქართველო-შვეიცარიის ნაკრებებს შორის დაგეგმილ ფეხბურთის მატჩთან დაკავშირებით, 17:00 საათიდან, თამაშის დასრულებამდე სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ:

„ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება გ. ცაბაძის ქუჩის და სანაპიროს კვეთიდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებით, ყიფიანის და ბათუმის ქუჩების კვეთიდან ყიფიანის ქუჩაზე, ქუთაისის და ა.წერეთლის ქუჩების კვეთა, ავტომანქანები იმოძრავებენ წერეთლის ქუჩიდან, ქუთაისის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, შეიზღუდება მოძრაობა ა.წერეთლის და ვახუშტის ქუჩების კვეთაზე და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ვახუშტის ქუჩიდან წერეთლის მიმართულებით, მეტროსადგურ „დიდუბისკენ“.

ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალება თევდორე მღვდლის და გ.ცაბაძის ქუჩების კვეთაზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ნაკადი იმოძრავებს აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, დაიკეტება წინამძღვრიშვილის და აბასთუმნის ქუჩების კვეთა და ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. მოძრაობა შეიზღუდება თამარ მეფის გამზირის და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე, თამარ მეფის ხიდიდან გადმომსვლელი ნაკადი იმოძრავებს თბილისი ცენტრალის მიმართულებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება თამარ მეფის ხიდიდან დავით აღმაშენებლის გამზირის გავლით გ.ცაბაძის ქუჩისკენ.

აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე განახლდება“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics