01:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 18:13:35, 1383 ნახვა

კომენტარი
„ღია მმართველობის პარტნიორობის" ფორმატში საქართველომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო.

სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მინისტრმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფორმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატში საქართველომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

„ჩვენ ჩავატარეთ „ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტი. 2016 წელს ჩემი, იუსტიციელებისა და ამ მთავრობის  ძალისხმევის შედეგად ჩვენ აგვირჩიეს „OGP"-ის თანათავმჯდომარე ქვეყნად. გადმოვიბარეთ საფრანგეთიდან თავმჯდომარეობა ისეთი ორგანიზაციისა, როგორიც არის 75-ზე მეტი ქვეყნის გამაერთიანებელი ორგანიზაცია და ვუმასპინძლეთ სამიტს. უცხოელები ამბობდნენ, რომ ეს არის სტანდარტი, თუ როგორ უნდა ჩაატარონ სხვა ქვეყნებმა მსგავსი გლობალური სამიტები", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics