|
2019-03-19 14:31:26, 12871 ნახვა
High - Tech
მაღაზია, რომელშიც პლასტმასს ვერ იპოვით
"იმისათვის, რომ იყიდო-პლასტმასი საჭირო არ არის"-თვლიან გერმანიაში, კერძოდ ქალაქ მიუნხენში. მაღაზია სახელად "Ohne", რაც ქართულად "გარეშეს" ნიშნავს ბავარიის დედაქალაქში ამა წლის 20 თებერვალს გაიხსნა და იმ დღიდან წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს. მაღაზიაში ყველა სახის ბიოლოგიურად სუფთა სურსათი იყიდება. თავისი მცირე ზომიდან გამომდინარე "Ohne" არ თანამშრომლობს დიდ ინდუსტრიულ ქარხნებთან და უპირატესობას მცირე ზომის ფერმებს ანიჭებს. მაგრამ "Ohne"-ს ყველაზე დიდი მიღწევა ის გახლავთ, რომ მასში ბიოლოგიურად არახრწნად მასალებს (პლასტმასი, პოლიეთილენი, სილიკონი და.ა.შ) ვერ იპოვით. მყიდველი მაღაზიაში სტუმრობის წინ ვალდებულია სურსათის ტრანსპორტაციისთვის განკუთვნილ მრავალჯერად ჭურჭელზე თავად იზრუნოს. ამ მიზნისთვის კი ყველაფერი გამოდგება-შუშის ბოთლები, ქაღალდის და ბამბუკის პარკები ნაჭრის ჩანთები, ჭიქები, მეტალის ჯამები-ყველაფერი ეს პლასტმასზე უარის თქმის გამო დაგჭირდებათ. სქემა ძალიან მარტივია-ჭურჭელს, რომელსაც მაღაზიაში მოიტანთ აწონიან და პროდუქტით ავსების შემდეგ, მთლიან წონას მის წონას გამოაკლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|



ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)