09:54 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 14:08:49, 1626 ნახვა

რეგიონი
გურამ მაჭარაშვილი: ლაგოდეხში ორი ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება, ერთ სკოლას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები უკვე გამოაცხადა. სკოლები სოფელ კაბალსა და ჰერეთის კარში აშენდება, ხოლო რეაბილიტაცია კაბლის № 1 საჯარო სკოლას ჩაუტარდება.

აღნიშნული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს. ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატთან, გურამ მაჭარაშვილთან ერთად, მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მხარის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიძემ, ,,MGF" _ ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მანანა ჩიკვაიძემ.

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმა გურამ მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების და მოსახლეობის კეთილდღეობის გზაზე, მისივე განმარტებით, "მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივა განათლების რეფორმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მთლიანი შიდა პროდუქტის 6 % _ის ინვესტიციების განათლების სექტორში განხორციელებას.

გასულ წელს ,,მილენიუმის" პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა მუნიციპალიტეტის 4 სკოლა, ლაგოდეხის № 1,ვარდისუბნის, განჯალისა და აფენის № 1 საჯარო სკოლები"- განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics