03:59 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 15:09:46, 1272 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ხვალ სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, არარატ მირზოიანს.

ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics