20:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 11:12:20, 1603 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია: კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება

საქართველო და კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის თანახმადაც კორეული მხარე ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს, ხოლო ადგილობრივ სტარტაპერებს კორეაში მიიწვევს, სადაც მათ საკუთარი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ, - აღნიშნულ საკითხზე შეთანხმდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების მინისტრი ჰონგ ჯონგ-ჰაკი. შეხვედრა გიორგი ქობულიას კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე კორეის მხარემ დეტალურად ისაუბრა იმ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც ისინი კორეული მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით იყენებენ, რაც ადგილობრივ დამწყებ მეწარმეებს განვითარებისა და ახალი პარტნიორების მოძიებაში ეხმარება.

აღინიშნა, რომ კორეული მხარის გამოცდილება ამ მიმართულებით არის განსაკუთრებით საინტერესო საქართველოსთვის. ამიტომ, მინისტრებს შორის მოხდა შეთანხმება, რომ გაფორმდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების სამინისტროს შორის.

„კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება. მემორანდუმის თანახმად, კორეული მხარე გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ კოლეგებს. გარდა ამისა, მომზადდება სპეციალური პროგრამები ქართველი მცირე მეწარმეებისთვის, რომლის საფუძველზეც ისინი კორეაში გაემგზავრებიან და საკუთარი დამწყები ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი ქობულიამ კორეელი კოლეგა თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics