03:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 12:50:42, 1790 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - წერილზე სერიოზული კომენტარი გამიჭირდება, მაგრამ ნებისმიერი მინისტრი მზადაა კითხვებზე პასუხები გასცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ე.წ. მუქარის წერილს ეხმაურება. 

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მას წერილზე და მის შინაარსზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება. 

"მინდა შევეხო წერილს. დღეს არის 8 მარტი, 1-ელი აპრილი რომ იყოს, გულწრფელად უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება. შეიძლება ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა წერილში მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად ითხოვდა სხვა რომელიმე მუსიკალური არხისგან, ან „რაგბიტივისგან“ რაიმე სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საკითხზე ზოგადად მიმდინარეობს მოკვლევა. გიორგიმაც დაადასტურა და მეც მინდა დავადასტურო, რომ ნებისმიერი მინისტრი ჩემი კაბინეტიდან მზად არის გასცეს პასუხები კითხვებზე პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეეხება თავად იმას, რაც წავიკითხეთ მედიის მეშვეობით წერილის შინაარსში, მე გამიჭირდება ამაზე სერიოზული კომენტარი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics