03:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 18:14:11, 1724 ნახვა

კომენტარი
ქადაგიძე - ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩემი მმართველობის დროს განხორციელდა

"ცხადია, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი მმართველობის პერიოდში", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ქადაგიძის თქმით, ის მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. 

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ის გამოკითხვაზე კიდევ დაიბარონ ქადაგიძემ ასე უპასუხა:

"ამაზე საუბარი არ გვქონია. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას. განსაკუთრებით თუ ეს კითხვები ეხება 2008 წლის მოვლენებს, თუ როგორ მოხდა რეაგირება იმ ძალიან რთულ ვითარებაზე, რაც ქვეყანაში შეიქმნა იმ დროს. ეს გამოცდილება ნამდვილად არის გასაზიარებელი და ეს გამოცდილება აღნიშნულია უამრავ საერთაშორისო დასკვნაში. მიუხედავად იმისა, ესა თუ ის ფაქტი რა ხანდაზმულობის და ვადისაა, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი მმართველობის პერიოდში", - აღნიშნა ქადაგიძემ და დასძინა, რომ არც ერთი კითხვა არ იყო დასმული კონკრეტულად იმ ტრანზაქციაზე, რასაც პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ედავება. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics