01:44 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 11:08:50, 1641 ნახვა

პოლიტიკა
„ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ“ - ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს შეხვდა

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. 

როგორ შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, ისინი სტრატეგიული პარტნიორები არიან.

"რუსეთი ყველაფერს აკეთებს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება უზრუნველყოთ", - განაცხადა პუტინმა. მანვე დასძინა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მალე "საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სადაც რუსეთი დამკვირვებლებს გაგზავნის".  

თავის მხრივ დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს ცხადყოფს, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარება და სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან მაღალ დონეზეა", - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics