11:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 16:17:08, 1903 ნახვა

სამართალი
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი“ - ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი“, - ამის სესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურლისტებს საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიებას მის მიერ ხსენებული მუქარის წერილის ასლი გადასცა და შეკითხვებს უპასუხა.

„როგორც მოგეხსენებათ ვიყავი გამოკითხვაზე, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები, გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით. ახლა გამოვედი, წერილის ასლი გადავეცი, გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია ეგ იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე“, -  აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში გამართულ სხდომაზე თიბისის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადარომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის განცხადებას მოგვიანებით შს მინისტრი გამოეხმაურა და მას „პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა“ უწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics