00:29 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 15:47:48, 1617 ნახვა

პოლიტიკა
„ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ“ - ენმ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრება

 „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ენმ პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.

არ ვაპირებთ ხვალინდელ განხილვაზე დასწრებას. სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურობას არ ვაღიარებთ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო სკამი უყიდა. როგორც 90-იან წლებში ყიდულობდნენ ცუდი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტებში სკამებს. არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას იმ განხილვაში, სადაც არალეგიტიმური ე.წ. პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას. არ მგონია, ხუთი წლის მანძილზე ეს ნაყიდი პოსტი შეინარჩუნოს, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას ვაპირებთ. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს, დატოვოს პრეზიდენტის სკამი, რომელიც მოპარული არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად დაიკავა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 12:00 საათზე პარლამენტში მოხსენებით წარსდგება.  პრეზიდენტის რანგში ეს მისი პირველი მოხსენებაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics