05:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 11:52:34, 1610 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე - თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდება, ეს სერიოზული შევსება იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში გაჩნდება განცდა, რომ გუნდი ერთიანია. 

ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნდება პარტიულ მუშაობას გააძლიერებს.

"ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-2012 წლებში. ვფიქრობ, ირაკლის დაბრუნება, თუკი ეს მოხდა, ეს იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. ღარიბაშვილის დამსახურებიდან გამომდინარე, ეს პარტიის სერიოზული შევსება იქნება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას. მაქვს პოზიტიური მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ხუნდაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics