00:29 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 17:25:12, 1724 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ეს იყო პრივილეგირებული ბიზნესმენის მიერ ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა - ვიდეო

"ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით, იმუნიტეტის მოპოვების  - ამის შესახებ შინაგან საქმეთა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყველას მოუწევს, პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე ასევე სიტყვებზე.

"მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას. მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. ბიზნესში პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. შანტაჟის ენით საუბარი საჯარო პოლიტიკაში უნდა გაქრეს. მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა - სხვა ყველაფერი არის ტყუილი. რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ და ამ შემთხვევაშიც დიდი სიამოვნებით მივალ". - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მუქარის შემცველი წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო.

ამის შესახებ ხაზარაძემ საფინანსო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„წერილი მოწერილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან. მე მინდა, რომ არ აღმოვჩნდე იმ სიტუაციაში, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიის და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics