06:57 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 18:53:55, 606 ნახვა

რეგიონი
Babillon Tower-ის მშენებლობა ბათუმში მალე განახლდება

ბათუმში Babillon Tower-ის სამშენებლო სამუშაოები მალე განახლდება.

მულტიფუნქციური შენობის მშენებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში იყო შეჩერებული, რაც ინვესტორი კომპანიის მფლობელებს შორის სამართლებრივ დავას უკავშირდებოდა.

პროექტის ინვესტორმა კომპანიამ ,,Tam Geo" აჭარის მთავრობას უკვე წარუდგინა მშენებლობის დასრულების ახალი განრიგი. ასევე, წარმოადგინა მშენებლობის დასრულებისთვის საჭირო გარანტია და მთავრობას ხელშეკრულების დარღვევისთვის მასზე დარიცხული ჯარიმების ჩამოწერა სთხოვა. 2019 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით კომპანიას  ჯამში 7 599 941,55 ლარისა და 14 276 191,25  დოლარის  პირგასამტეხლო ერიცხება.

Babillon Tower-ის მშენებლობის განახლების საკითხი და ინვესტორის მიერ წარდგენილი წერილები და ვალდებულებები აჭარის მთავრობამ უკვე განიხილა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და Tam Geo-ს შორის 2012 წელს დადებული კონტრაქტი მალე განახლდება და ახალი ვალდებულებების მიხედვით, Babillon Tower-ის ექსპლუატაციაში 2021 წლის ბოლომდე შევა. თავისი შინაარსით ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მაღალი კლასის 168 ნომერზე გათვლილ სასტუმროს, საცურაო აუზს, კაფე-ბარებს და რესტორნებს, კაზინოს, სავაჭრო ცენტრს და სხვადასხვა დანიშნულების კომერციულ ფართს გააერთიანებს.

ინვესტორის განმარტებით, როგორც სასტუმრო, ისე რეზიდენციის ნაწილი განთავსებულია ერთ კომპლექსში. სამშენებლო სამუშაოები წარიმართება საერთო დინამიკით, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი როგორც არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილთან, სანებართვო პირობებთან, ასევე ლოკაციასთან მიმართებაში, რომელიც განთავსებულია ტურისტულ ზონაში და სამუშაოები ხშირად ფერხდება ტურისტული სეზონის, ხმაურის დასაშვები დონის შეზღუდვის შესაბამისად.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics