22:05 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 10:09:18, 1158 ნახვა

პოლიტიკა
ხუან გუაიდომ საქართველოს ელჩს ვენესუელას მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია ვენესუელას დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე ხუან გუაიდომ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებისა და თავისუფლების მხარდაჭერისადმი.

„საუბრისას ხუან გუაიდომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა და გამოთქვა იმედი, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც მადუროს რეჟიმი ამყოფებს ქვეყანას დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება.

საქართველოს ელჩის შეხვედრა ხუან გუაიდოსთან კოლუმბიის დედაქალაქში გაიმართა, სადაც მიმდინარეობს ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-11 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგანგებო და სრულუფებიანი ელჩის - დავით სოლომონიას ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად იქნა მიწვეული სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით.

ბოგოტაში ჩატარებული შეხვედრის უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა ვენესუელაში მიმდინარე კრიზისული სიტუციის განხილვა, განსაკუთრებით კი 23 თებერვალს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეფერხების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი უკიდურესად რთული მდგომარეობა, რაც შეფასდა როგორც ჰუმანიტარული კატასტროფა. შეხვედრის დასასრულს მიღებულ იქნა ბოგოტას დეკლარაცია, რომელშიც ჯგუფის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ხუან გუაიდოს, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს და გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, აღმოუჩინონ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება ვენესუელელ ხალხს და მათ მიერ დემოკრატიულად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics