22:04 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 15:43:44, 1231 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე: საუბარი რომ უმრავლესობიდან გამოყოფილი დეპუტატები ოპოზიცია გახდებიან, გადაჭარბებულია

 „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე დეპუტატების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას „ქართულ ოცნებაში“ არსებულ „შიდა კინკლაობად“ აფასებს.

მისი თქმით, აღნიშნული დეპუტატების ხელისუფლებიდან გამოყოფა მათ მიმართ ოპონირებას არ ნიშნავს.

„გადაჭარბებულია იმაზე საუბარი, რომ ახლა უმრავლესობიდან გამოყოფილი  დეპუტატები, ვინც არ უნდა იყოს ის დეპუტატი, გახდება ოპოზიცია. იმიტომ, რომ  ჩემთვის ოპოზიციონერობის მთავარი კრიტერიუმი და ტესტი არის, რამდენად უნდა ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა და არცერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც გამოეყო ახლა „ქართულ ოცნებას“, არ აპირებს და არ საუბრობს და არ არის მოწოდებული იმაზე, რომ შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. ეს არის შიდა კინკლაობა, ეს არის რეალურად მცდელობა იმისა, რომ ერთმა ჯგუფმა მეორეს ხარჯზე მოიპოვოს გავლენა ივანიშვილის კარზე. ამიტომ, ამის შეფასება, როგორც ოპოზიცია, როგორც გამოყოფა და სერიოზული ძალის შექმნა, მგონია, რომ არის გადაჭარბებული“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics