09:54 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 09:34:16, 397 ნახვა

საზოგადოება
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, ბულგარელი კოლეგის, ბოიკო ბორისოვის სამძიმრის წერილი მიიღო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ბულგარეთის მთავრობის მეთაური გამანადგურებელი წყალდიდობის მიერ გამოწვეული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს.

„გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერისა და სოლიდარობის წყალობით, წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში ცხოვრება უახლოეს მომავალში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. გარწმუნებთ, ამ ტრაგედიის შედეგების დაძლევაში საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ბულგარეთის მთავრობის თანაგრძნობისა და მხარდაჭერის იმედი“, - ნათქვამია ბოიკო ბორისოვის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics