21:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 10:50:45, 1056 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - პარტნიორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ - 2019 წელი ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება

 „ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ რომ გაითვალისწინოს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ და ვიმედოვნებ, რომ 2019 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამაუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

პრემიერის თქმით, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას“ საქართველო აუცილებლად წარუდგენს სასამართლოს ამ სიაში შეყვანილ პირებს.

„არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე როგორც გმირები არიან მისი მშობლები რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს, ჩვენ სწორედ ასეთი დანაშაულების გამო შევქმენით „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ და ამ სიაში არიან შეყვანილი ბრალდებული პირები, რომელსაც საერთაშორისო სამართლითი უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ეს სია აუცილებლად გაფართოვდება, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ რომ გაითვალისწინოს ეს სია და ვიმედოვნებ, რომ 2019 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველა პლატფორმას ვიყენებთ რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას. იქნება ეს გაერო, ევროკავშირი თუ ეუთო“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics