|
2019-02-20 16:44:50, 3646 ნახვა
მსოფლიო
აშშ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის მიზნით გლობალურ პროექტს იწყებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის მიზნით ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კამპანიას იწყებს. მსოფლიოს ათობით ქვეყანაში დღემდე ჰომოსექსუალური სექსუალური აქტი სისხლის სამართლის დანაშაულს უტოლდება. რიგ ქვეყნებში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანებს აწამებენ (რუსეთი, ირანი, პაკისტანი, ერაყი, სირია და სხვა). კამპანიის დაწყება გერმანიაში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ გრენელმა (Richard Grenell) დააანონსა. "აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ XXI საუკუნეში 70 ქვეყანაში ჯერ კიდევ არის კანონი, რომელიც ლგბტ თემის სტატუსის ან ქცევის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს", - ამბობს გრენელი. NBC-ის ვარაუდით, ინიციატივა განსაკუთრებით ირანის წინააღმდეგ იქნება მიმართული, სადაც ცოტა ხნის წინ საჯაროდ ახალგაზრდა გეი მამაკაცი აწამეს და მოკლეს. მედიის ცნობით, ვაშინგტონი ამ ინიციატივით ლგბტ ადამიანების დაცვის კუთხით გამოჩენილ ქვეყნებს, გაერო-ს, ევროკავშირსა და ეუთო-ს მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)