07:00 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-16 16:55:17, 753 ნახვა

რეგიონი
ბათუმში 154 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 154 დევნილ ოჯახს გადაეცა.

ამავე კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გადასცეს.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ორი 16-სართულიანი კორპუსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა. სამინისტროს ბიუჯეტიდან კორპუსების მშენებლობისთვის გამოყოფილმა თანხამ 9 000 000 ლარზე მეტი შეადგინა. აჭარის მთავრობამ კი, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში, 1989 წელს, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების მიზნით, ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 1 550 000 ლარი გამოყო. ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული 154 ბინიდან 38 ერთოთახიანია, 96 ოროთახიანი, 15 სამოთახიანი, 5 კი ოთხოთახიანი.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics