2019-02-08 12:42:18, 624 ნახვა
რეგიონი
ხურვალეთთან ოკუპანტებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი განაახლეს [ვიდეო]
სოფელ ხურვალეთთან, რუსმა ოკუპანტებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი განაახლეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ათამდე რუსი სამხედრო იმყოფება.
მათ მძიმე ტექნიკის საშუალებით ჯიხური მიიტანეს, რომელსაც სავარაუდოდ, რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსებენ.
როგორც "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული საკითხი არის განსახილველ საკითხებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის დღეს მიმდინარე შეხვედრაზე ერგნეთში.
ცნობისთვის, სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.
ავტორი: ,