2015-06-17 18:39:56, 416 ნახვა
საზოგადოება
ფალიაშვილის ქუჩაზე მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება
სამართალდამცველების ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ფალიაშვილის ქუჩაზე პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გადამოწმდა ყველა ტერიტორია, სადაც ვეფხვის დაფიქსირების შესახებ მოქალაქეების შეტყობინება შევიდა.
„გამოძახება იყო, რომ შეამჩნიეს ვეფხვი, მოქალაქემ დარეკა. ტერიტორია შემოწმებულია, ფაქტი არ დადასტურდა. ცრუ ინფორმაციაა, ტყუილად არის პანიკა. ყველა ტერიტორია შემოწმებულია, სადაც შეტყობინება შემოვიდა მოქალეებისგან და ცხოველის არსებობა არსად დასტურდება“, - განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა.
ცნობისთვის, თბილისში რამდენიმე ადგილას ვეფხვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან