04:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 17:40:48, 675 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ახალგაზრდებს უნდა მივცეთ მაქსიმალური ჩართულობის და თვითრეალიზაციის საშუალება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს  ეწვია და თანამშრომლებს უწყების ხელმძღვანელთან, ინგა შამილიშვილთან ერთად მინისტრის ახალი მოადგილე - ალექსანდრე დავითაძე წარუდგინა.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ  მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება განათლება და ახალგაზრდობა:

"ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობა. დღევანდელი საკადრო ცვლილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ახალგაზრდული კომპონენტი უნდა იყოს განსაკუთრებით გამოკვეთილი და მათ უნდა მივცეთ მაქსიმალური ჩართულობის და თვითრეალიზაციის საშუალება. ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო იქნება წამყვანი იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელსაც ვგეგმავთ მიმდინარე წელს. ზოგადად, ცენტრალური განათლების სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც შეცვლის მთლიანად განათლების სისტემას და ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის ახალი მოადგილის წარდგენისას.

ალექსანდრე დავითაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, აჭარის მთავრობის აპარატში საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics