06:57 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 13:53:32, 489 ნახვა

საზოგადოება
ჯანელიძე: ზოოპარკის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ყველა ცხოველი დაჭერილი ან ლიკვიდირებული იყო, შსს მათ განცხადებს ეყრდნობოდა

უსაფრთხოებისა და კრიზისების  მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ ცხოველის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული და მას ამის შესახებ სხვა ინფორმაცია არ აქვს.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზოოპარკის ადმინისტრაცია ამ დღეების განმავლობაში აცხადებდა, რომ ზოოპარკის ყველა ცხოველი ან დაჭერილი იყო, ან ლიკვიდირებული. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ეყრდნობოდა ზოოპარკის ადმინისრაციის განცხადებას. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუ რომელი მტაცებელი ცხოველი დაესხა თავს მოქალაქეს.

„ჯაჭვი არის შეკრული ტერიტორიაზე და მიმდინარეობს ამ ტერიტორიის დამუშავება“,- განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics