12:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 15:50:23, 1518 ნახვა

პოლიტიკა
ვენესუელას დროებითი ხელისუფლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას აპირებს

ვენესუელას დროებითი ხელისუფლება მზად არის, მისი წინამორბედი ხელმძღვანელის ნიკოლას მადუროს ბრძანება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გააუქმოს, - ამის შესახებ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის მიერ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში დანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა გუსტავო ტარემ "კურიერთან" ეკსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

კურიერის კორესპონდენტის კითხვაზე, წაიღებს თუ არა ვენესუელა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკან და რას ფიქრობს კარაკასი ამ ნაბიჯის შემთხვევაში მოსკოვთან ურთიერთობის გართულებაზე, ტარემ უპასუხა, რომ რა თქმა უნდა, ვენესუელა უკან წაიღებს აღიარებას. 

„რა თქმა უნდა. თქვენ არც კი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა. ჩვენ არ ვაპირებთ მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია", - განაცხადა ტარემ.

ვენესუელის მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებაზე აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ვენესუელაში, უილიამ ბრაუნფილდმაც, ისაუბრა. დიპლომატის თქმით, საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება, დაჟინებით მოითხოვოს ვენესუელის ხელისუფლებისგან აღიარების გაუქმება. 

"საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება, არამხოლოდ ურჩიოს, არამედ დაჟინებით მოითხოვოს კიდეც ვენესუელის ხელისუფლებისგან იმ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება, რომელიც ისტორიულად და ტრადიციულად საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ნაწილი იყო,"- აღნიშნა ბრაუნფილდმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics