23:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 12:58:46, 1306 ნახვა

კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე: მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტით სინოდის წევრები ერთ აზრზე ვერ დადგებიან

თბილისში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფება, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას მართავს. 

როგორც კიკეთის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხი უკრაინის ავტოკეფალია იქნება. მისივე განმარტებით, უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. 

„უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ინტერესია უკრაინის ავტოკეფალიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე იმჯელებენ. სწორად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ავტოკეფალიური ეკლესია. ავტოკეფალიური ეკლესია არის დამოუკიდებელი ეკლესია, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება სინოდალური შეხვედრის შემდეგ უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. ეს ასე არ იქნება და ჩვენ მაინც უნდა დაველოდოთ სინოდზე მსჯელობას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics