2015-06-17 12:38:35, 652 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკიდან სტიქიის დროს გაქცეული პინგვინი აზერბაიჯანის საზღვარზე აღმოაჩინეს
„ჩვენმა ადმინისტრაციამ მიიღო შეტყობინება, რომ წითელი ხიდის მიმდებარედ მტკვარმა გარიყა თბილისის ზოოპარკის ერთ-ერთი პინგვინი“,-ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.
შარაშიძის თქმით, ზოოპარკის თანამშრომელბი წითელ ხიდთან უკვე გაემგზავრნენ.
როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ზოოპარკის თანამშრომლები წითელ ხიდთან გაემგზვრნენ.
„გვითხრეს, რომ იქ ნამდვილად იმყოფება ჩვენი ერთ-ერთი პინგვინი.ზოოპარკის რამოდენიმე თანამშრომელი წითელ ხიდთან უკვე გაემგზავრა. როდესაც ჩვენი თანამშრომელბი იქ ჩავლენ, დაგვიკავშირდებიან და მას შემდეგ გახდება ცნობილი შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია რეალობას“,-განაცხადა მზია შარაშიძემ.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორამაცია, რომ ზოოპარკის ერთ-ერთი პინგვინი მტკვარმა წითელ ხიდთან გარიყა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან