06:56 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 10:11:19, 424 ნახვა

საზოგადოება
ევროკომისია საქართველოს 3 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის  საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის, ევროკომისია 3 მილიონ ევროს გამოყოფს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ევროკომისია ასევე გამოყოფს დამატებით €400 000 ჰუმანიტარული დახმარების დასაფინანსებლად ყველაზე დაზარალებული ოჯახებისთვის. ეს ფონდი განკუთვნილია წითელი ჯვარის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული ტვირთით   და საყოფაცხოვრებო ნივთებით მომარაგებისთვის.  

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის  იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროკავშირი გვერდში უდგას ქართველ ხალხს და მზად არის დაეხმაროს თბილისის დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების აშენებასა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად.

„ეს კონტრიბუცია ჩვენი სოლიდარობის ნიშანია მათთვის ვინც დაზარალდა ამ კატასტროფით“, -აცხადებს ჰანი.

ჰუმანიტარულ საკითებში ევროკომისარი ქრისტოს სტილიანიდასის განცხადებით,  წყალდიდობამ თბილისის მრავალი ოჯახი დააზარალა. ეს ჰუმანიტარული დახმარება მათ პირველადი საჭიროებისთვის არის განკუთვნილი და მათ ამ განგაშის პერიოდის გადალახვაში დაეხმარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics