|
2015-01-21 20:01:06, 2974 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ახლო მომავალში Hanwha Group –ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა
საქართველოს ახლო მომავალში Hanwha Group –ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ქვეყნის პოტენციალს ადგილზე შეისწავლის. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეთანხმება Hanwha Group –ის წარმომადგენლებსა და საქართველოს დელეგაციას შორის დღეს შედგა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ხელმოწერის შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის შიდა ბაზარი გაიხსნა, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ცნობისთვის, კორეული მულტინაციონალური კომპანია Hanwha Group-ი ბიზნესს 7 სხვადასხვა სფეროში ახორციელებს მსოფლიოს 31 ქვეყანაში. კომპანიის ბიუჯეტი შეადგენს 35,31 მილიარდს, 2014 წლის მოგებამ კი 869 მილიონი შეადგინა. პრემიერ–მინისტრის შეხვედრას Hanwha Group -თან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)