11:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-25 14:28:45, 1970 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი, რომელიც ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ დააანონსა

პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი რომელიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა,- ამის შესახებ საქართველოსპრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს დავოსში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. 

რაც შეეხება სასამართლოს, პრემიერის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ამ საკითხზე პრინციპული განაცხადი უკვე გააკეთა. 

"ბუნებრივია, კრიტერიუმების და პროცედურების დადგენა აუცილებელია, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ჯანსაღ პროცესთან. მე, როგორცმთავრობის ხელმძღვანელმა ისიც განვაცხადე, რომ ჩვენ არასოდეს ჩავერევით დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. საქართველოში ჩვენ 2012 წელს დავასრულეთ დრო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ალაგებდნენ სასამართლოს. რაც შეეხება პროცედურებსა და ობიექტურკრიტერიუმებს,ის აუცილებლად გასაწერია და თავსებადი უნდა იყოს საუკეთესო მსოფლიო და ევროპულ პრაქტიკასთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სალომე ზურაბიშვილი: ოპოზიციის გაერთიანება შეიძლება „ოცნების“ პარტიის ჩარევის გამო ჩაშლილიყო
ნიკა გვარამია: საქართველო ანაკლიის პორტს დამოუკიდებლად ვერ ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics