00:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-23 19:21:10, 1332 ნახვა

კომენტარი
ტაიანი: ქართველები ევროპელები არიან და უნდა გავაკეთოთ ჩვენი წილი საქმე, რათა საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება შევძლოთ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ საქართველოს პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტმა თავისი წილი საქმე უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მომავალში ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება შეძლოს. 

"პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე. უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ შეძლო უპრობლემოდ მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში. გვინდა მოგზაურთა რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა და ამ მნიშვნელოვან ქვეყანასთან თანამშრომლობა განმტკიცდეს. ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობის თვალსაზრისით. ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს საპარლამენტო დონეზე. შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ქართველები ევროპელები არიან და ახლა ჩვენც უნდა გავაკეთოთ ჩვენი წილი საქმე იმისთვის, რომ მომავალში ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრად მიღება შევძლოთ. ამას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, მაგრამ დასაწყისს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - აღნიშნა ანტონიო ტაიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 21 იანვარს ეწვია და უკვე გამართა შეხვედრები: ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან,  ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროპარლამენტარებთან, რომელთა შორის იყვნენ: ანა გომეში, კლერ მუდი, საჯად კარიმი, ეიდი ჰაუტალა, მაიკლ გალერი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics