|
2019-01-21 11:57:37, 1258 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ლიეტუვას პრემიერ-მინისტრებმა რეგიონული პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივა განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძეს საულიუს სკვერნელისმა ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის სახლში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებაზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ლიეტუვას რესპუბლიკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის წარმატებული რეფორმების გაზიარების მიმართულებით. აღინიშნა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ერთობლივი განხორციელების პერსპექტივა. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ფორმატები, რომლებიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მეტ იმპულსს მისცემს, ასევე - ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ქართულმა მხარემ ლიეტუვას ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია მონაწილეობდნენ.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)