09:24 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 15:21:26, 2150 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა.

როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„დაგეგმილი გვაქვს ოფიციალური ვიზიტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ლიეტუვაში, ლიეტუვა არის ჩვენი მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე იცავს ჩვენს ინტერესებს. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტის შედეგად ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დავოსში ვიზიტისას, მსოფლიო ეკონომიკური   ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან.

„ჩვენ გვექნება ოფიციალური ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ   ფორუმში მონაწილეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან, რამდენიმე ძალიან მსხვილ კომპანიასთან ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები და ვიმედოვნებ, რომ დავოსში ამ შეხვედრების შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას მოვახერხებთ ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics