00:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-18 13:51:22, 1742 ნახვა

კომენტარი
უგულავა: „ყაზტრანსგაზი“ არც მიწისაა და არც ცის - კომპანიაში შესვლას კალაძესთან დაახლოებული პირი აპირებს

დღეს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არც მიწისაა და არც ცისა, ანუ არც სახელმწიფოსია და არც კერძო, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

უგულავას თქმით, კომპანიაში შესვლას თბილისის მერთან, კახა კალაძესთან დაახლოებული პირი ხვიჩა მაქაცარია აპირებს. 

"რაც შეეხება "ყაზტრანსგაზს", გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კომპანიაში კახა კალაძესთან დაახლოებული პირი ხვიჩა მაქაცარია აპირებს შესვლას. ეს კომპანია უკვე მე-7, მე-8 წელიწადია არც მიწისაა და არც ცის, ანუ არც სახელმწიფოსია და არც კერძოსია. შესაბამისად ამ კომპანიას არ აქვს განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგია. გამოსავალი არის სახელმწიფოს უნდა წამოიღოს და ამის ლეგალური ბერკეტი არსებობს და შემდეგ უნდა მოხდეს გამჭრვირვალე, საერთაშორისო ტენდერის ჩატარება, გასხვისება, ინვესტორის და არა ხვიჩა მაქაცარიას შემოყვანა, იმისთვის, რომ კომპანია განვითარებაზე იყოს ორიენტირებული, იმისთვის, რომ კომპანიის თანამშრომლები მიდიოდნენ და ხელფასი იმდენი ჰქონდეთ, რომ ასე გულცივად არ ეკიდებოდნენ თავიანთ სამუშაოებს", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics