21:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-17 18:58:42, 1806 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - პოლიციის მიზანია დანაშაული სამშენებლო კომპანიაზე გადატყდეს

პოლიციის მიზანი არის, რომ სამწუხაროდ, ეს დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე,ბრალეულობა, ვისზეც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ კუთხით არ მიმდინარეობს მუშაობა, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ლექსო კობაიძემ დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებასთან ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატის თქმით, კომპანია „ელ ჯგუფი“ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლებს აკისრებს.

„ფაქტობრივად, ისეთი კითხვები იქნა დასმული, რომ, სავარაუდოდ, პოლიციის მიზანი არის, რომ სამწუხაროდ, ეს დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე, თუმცა ძალიან ცუდია, როდესაც რეალური, ამ შემთხვევაში ბრალეულობა, ვისზეც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ კუთხით არ მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ აუცილებლად, მოსახლეობა ხვალ გავაკეთებთ განცხადებას და ვისაუბრეთ იმ დეტალებზე, თუ რა პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული „ყაზტრანსგაზსს“ და რა პასუხისმგებლობა ეკისრება და, შესაბამისად, მოსახლეობის სახელით მინდა, განგიცხადოთ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვამზადებთ სარჩელს, რის საფუძველზეც მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას „ყაზტრანსგაზიდან“ და, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ დავას მოსახლეობა მოიგებს“, - განაცხადა ადვოკატმა.

უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ჭანტურია დააკავონ.

ამასთან, მისი თქმით, ჭანტურიას ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ სამართლებრივად, წარმოუდგენელია, რომ გრიგოლ ჭანტურიას ბრალეულობა გამოიკვეთოს. ორჯერ ოფიციალურად 112-ში განხორციელდა ზარი, რომ იყო იქ გაზის მძაფრი სუნი, თუმცა ამაზე რეაგირება არ მოახდინა „ყაზტრანსგაზმა“, რომლის პასუხისმგებლობაა და ვალდებული იყო, რომ უსაფრთხოების ნორმები დაეცვა და არ დაიცვა. ექსპლუატაციას რაც შეეხება, განვმეორდები, რომ თბილისში 90% არ არის არც ერთი კორპუსი ჩაბარებული, ანუ ექსპლუატაციაში შესული“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics