|
2019-01-17 13:51:53, 6483 ნახვა
High - Tech
როგორი იქნება Cadillac-ის პირველი ელექტრომანქანა
კომპანია Cadillac-მა საკუთარი წარმოების პირველი ელექტრომანქანის კონცეპტი წარადგინა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც General Motors-ის ავტოკონცერნმა "კადილაკი" მომავლის ელექტრომანქანების წამყვან ბრენდად დაასახელა. ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა კომპანიის პირველი "ელექტროფლაგმანი" დეტალურად ჯერ მხოლოდ რენდერებზე ვიხილოთ. სამწუხაროა, მაგრამ ამ ეტაპზე ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები და დასახელება უცნობია, რადგანაც კომპანია ამ ინფორმაციას რელიზამდე საიდუმლოს სახით ინახავს. ცნობილია მხოლოდ BEV3-ის პლატფორმა, რომელიც GM-ის ელექტრონულ მოდელებში იქნება ინტეგრირებული. რენდერებზე ჩანს, რომ "კადილაკის" პირველი ელექტროავტომობილი კროსოვერის ტიპის იქნება. ის ისეთი ავტომობილების კონკურენტი იქნება, როგორებიცაა Tesla Model X, Jaguar I-Pace, Volkswagen I.D. Crozz და სხვები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)