02:43 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 12:47:36, 813 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ძლიერი ქარის გამო ორი ადამიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ჩამოვარდა

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო ორი ადამიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდა.

ერთ-ერთი დაშავებული, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული და მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ინფორმაციას ამის შესახებ "იმედი" ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics