23:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-15 10:47:32, 1500 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერის პოზიციის დაკავების შეთავაზებას კონკრეტული საფუძველი ჰქონდა

„მცდელობა კი არ იყო, არამედ იყო გადაწყვეტილება, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. ეს საფუძველი არის ჩვენი შიდა სამზარეულო და ამიტომ, ვერიდებით ამაზე საუბარს",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ვიცესპიკერის თანამდებობის შეთავაზებით, მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჩამოშორება სურდათ.

„რა თქმა უნდა, ეს ასე იყო, იყო სწორედ ამ საფუძვლით გაკეთებული ეს შეთავაზება, რომელიც უკავშირდებოდა ვიცესპიკერის დაკავების პოზიციას. თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.

მცდელობა კი არ იყო, არამედ იყო გადაწყვეტილება, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი. ეს საფუძველი არის ჩვენი შიდა სამზარეულო და ამიტომ, ვერიდებით ამაზე საუბარს. ჩვენ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვუფრთხილდებით გუნდურობას და ამ პრინციპით ვმოქმედებთ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეთა სიას ლობირებს, „არის არასწორი ინტერპრეტაცია".





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics