21:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-08 19:13:08, 1764 ნახვა

კომენტარი
ზაქარია ქუცნაშვილი: საკადრო ცვლილებები შეიძლება, მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან იყოს დაკავშირებული

მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები შეიძლება, მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან იყოს დაკავშირებული, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას.

ქუცნაშვილს ჰკითხეს, რა მოლოდინები აქვს დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით და არსებული ვითარების გამო, შესაძლებელია თუ არა, უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.

 „უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები შეიძლება, დაკავშირებული იყოს მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან, ანუ ვის აირჩევს პარლამენტი მომავალი კომიტეტის თუ ფრაქციის თავმჯდომარეებად, ან ვის გადაირჩევს. ასე რომ, პარლამენტი, მოგეხსენებათ, არ წარმოადგენს ვერტიკალური ხელისუფლებების განშტოებას, სადაც უფროსის ნებაზეა დამოკიდებული მისი მოადგილის თუ ხელქვეითის საკითხი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, უნდა დატოვოს თუ არა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა, ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ეს თავად ბესელიას გადასაწყვეტია.

„სწორი არ მგონია, კოლეგებს ვუკარნახოთ, ვინ სად უნდა იყოს. მათი გადასაწყვეტია. ყველა თავისუფალი ადამიანია და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics